გაკვეთილის მთავარი თემა
|
ლ. ასათიანი ,,ბარდნალა“
|
მასწავლებლის სახელი და
გვარი
|
ნინო გელდიაშვილი
|
სწავლების საფეხური
|
დაწყებითი, VI კლასი
|
მოსწავლეთა პროფილი
|
20 მოსწავლე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე
მოსწავლე არ არის კლასში
|
გაკვეთილის მნიშვნელობა
და აქტუალურობა
|
გააცნობიეროს მხატვრული
ნაწარმოები, როგორც ბავშვობის მოგონება, უთბილესი ადამიანური ურთიერთობების
ნოსტალგია, რომელიც არ შეიძლება დავიწყებას მიეცეს, ადამიანისა და ბუნების
ურთიერთობა, პატრიოტული და სამოქალაქო მოვალეობები, თავისი კუთხის გამოჩენილი
ადამიანების მიმართ უჩნდება გარკვეული ემოცია.
მოსწავლე შეძლებს ისტ საშუალებების ეფექტურად
გამოყენებას.
|
გაკვეთილის მიზნები და
შედეგები
|
ა) ტექსტზე დაკვირვების
უნარ-ჩვევის განვითარება;
ბ)ტექსტის
გაგება-გააზრების უნარ- ჩვევის გამომუშავება განმტკიცება;
გ)საპრეზენტაციო უნარის
განვითარება;
დ)შემოქმედებითი უნარის
განვითარება;
ე)კვლევის უნარის
განმტკიცება;
ვ)საშუალებების
გამოყენება;
შედეგი მიღწეულია: ესგ სტანდარტები
ზეპირმეტყველება-VI.1, VI.2, VI.5
კითხვა-VI.7, VI.9, VI.10
წერა-VI.14, VI.15
|
წინასწარი ცოდნა
|
·
მოსწავლეებმა იციან პოეტის ბიოგრაფია, ლექსები
·
იყენებენ ისტ- ს
|
შეფასების საგანი და
პროცედურები
|
·
თვითშეფასების კითხვარით
|
სასწავლო მასალა
დატექნიკური რესურსი
|
·
სახელმძღვანელო ,,ქართული ენა და ლიტერატურა“
·
ლ. ასათიანის ლექსები
·
კომპიუტერი, პროექტორი,
·
ინტერნეტ რესურსები
|
გაკვეთილის მსვლელობა და საკლასო მენეჯმენტი
|
საორგანიზაციო
საკითხები, ინდივიდუალური მუშაობის წესების გაცნობა
აქტივობა 1.
· მასწავლებელი
უგზავნის მოსწავლეებს ასოციაციურ რუკას ,,ლადო“ და სთხოვს ,,გონებრივი
იერიშით“ შეავსონ ის მათთვის ნაცნობი საკითხებით
·
აქტივობა 2.
· მასწავლებელი
სთხოვს მოსწავლეებს გაიხსენონ ლ. ასათიანის ერთი მათთვის ნაცნობი ლექსი და
წაიკითხონ მხატვრულად
აქტივობა 3.
მასწავლებელი ახსენებს
მოსწავლეებს, რომ ლადოს შემოქმედებაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს პატრიოტულ
თემეტიკას, რომელიც მისი მშობლიური სოფლიდან მოდის. ,აცნობებს, რომ გაკვეთილის
თემაა ლადო ასათიანის ლექსი ,,ბარდნალა“.
· მასწავლებელი
სთხოვს მოსწავლეებს მოუსმინონ ლ. ასათიანის ,,ბარდნალას“ და პროექტორზე უშვებს
ინტერნეტში მოძიებულ ვიდეო რგოლს- ეროსი მანჯგალაძის მიერ წაკითხულ ,,ბარდნალას“,
რომელიც ლექსის თანმიმდევრულია.
· მასწავლებელი
სთხოვს მოსწავლეებს გადაშალონ სახელმძღვანელო, გაეცნონ ლექსს და შეასრულონ
ინდივიდუალური სამუშაო, რომელიც მათ სამუშაო ფურცლებზე დაურიგდებათ.
· პირველი
ამოიწერს სიტყვებს სქემაში: ადგილების, საგნების, ადამიანების აღმნიშვნელს,
რომლებიც შეხვდა ტექსტში.
· მეორე
იყენებს წერის ნაცნობ ნიშანთა სისტემას და გასამარტად იყენებს საძიებო
სისტემას.
· მესამე
მუშაობს მხატრულ ხერხებსა და გრამატიკაზე.
· მეოთხე
აკეთებს შემოქმედებით ნამუშევარს/ნახატი, წერილი, ბარდნალაზე ინტერნეტიდან მოძიებული
სურათები;
პრეზენტაცია:
მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს
ერთმანეთს წარუდგინონ ნამუშევარი: გააკეთონ პრეზენტაცია.
მოსწავლეები
წარმოადგენენ ანალიზსა და სქემას:
,,ვიცი, ვისწავლე,
მინდა ვიცოდეს“.
პროექტორით გვიჩვენებენ ბარდნალას სურათებს;
თვითშეფასება:
· მასწავლებელი
უგზავნის კითხვარს თვითშეფასებისას, მოსწავლეები ზეპირად პასუხობენ კითხვებს,
· მასწავლებელი
აფასებს განმავითარებელი შეფასებით.
· ასეთივე
კითხვარს აკეთებს თავისთვის გაკვეთილის შემდეგ.
მასწავლებელი მოსწავლეებს
აძლევს საშინაო დავალებას
ა)ლ. ასათიანის
,,ბარდნალა“ ზეპირად;
ბ)დაწერონ თავიანთი
ბავშობის შესახებ თავისუფალი თემა: „ჰეი, ბავშვობის დღეებო, დაბრუნდებოდეთ
ნეტავი!“
|
Monday, March 20, 2017
გეგმა
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment