1
|
პროექტის სახელწოდება
|
XIX
საუკუნის რომანტიკა (ალ. ჭავჭავაძის ლიტერატურული სალონი)
|
2
|
პროექტის აქტუალობა
|
პროექტი ხორციელდება მაშინ, როცა მოსწავლეები გადიან
რომანტიკოსების შემოქმედებას, ამიტომ პოროექტი აქტუალურია იმდენად, რამდენადაც ის
ქართული რომანტიზმით ტკბობის ესთეტიკურ საშუალებას იძლევა.
|
3
|
პროექტის მიზნები
|
მოსწავლეებმა ალექსანდრე ჭავჭავაძის ოჯახის, მისი
ცნობილი ლიტერატურული სალონის საშუალებით გაიღრმაონ ცოდნა ლიტერატურული მიმდინარეობა,
რომანტიზმის შესახებ. შეიმეცნონ ეპოქის მაჯისცემა მისი ცნობილი უცხოელი სტუმრების
შთაბეჭდილებების გაცნობით, ეზიარონ ამ საოცარი საუკუნის დასაწყისის ლიტერატურულ-
კულტურულ მემკვიდრეობას.
|
4
|
მონაწილეთა ასაკი
|
15-16 წელი (მეათე- მეთერთმეტეკლასელები)
|
5
|
ვადები/ ხანგრძლივობა
|
ერთი თვე
|
6
|
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას
|
მოსწავლეებს წინანდალში, ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ- მუზეუში
მიღებული შთაბეჭდილებებით ეპოქის კიდევ უფრო
ღრმად შესწავლის სურვილი გაუჩნდებათ, შეეცდებიან მეტი
ინფორმაცია მოიძიონ ბარათაშვილისა და ეკატერინე ჭავჭავაძის, ალექსანდრე გრიბოედოვისა
და ნინო ჭავჭავაძის სიყვარულის, გრიგოლ ორბელიანის უმემკვიდროდ გადაგების შესახებ,
ამიტომ აუცილებლად წაიკითხავენ ლადო
ალფენიძის ტრილოგიას, აპოლონ მახარაძის „ქართულ
რომანტიზმს“. ალექსანდრე ჭავჭავაძის ლიტერატურული
სალონის გაცნობა სულმოუთქმელად მოამზადებს სხვა რომანტიკოსი პოეტების საოცარ სამყაროში
სამოგზაუროდა და შესაყვარებლად, ასევე წააკითხებს აუარებელ ლიტერატურას გრიგოლ ორბელიანსა
და ქართული რომანტიზმის მწვერვალ ნიკოლოზ ბარათაშვილთან შესახვედრად;
საბოლოო ჯამში მივიღებთ “კაცს, რომელსაც ლიტერატურა ძალიან უყვარდა“ (გ. დოჩანაშვილი),
სკოლაში შეიქმნება „თანამედროვე ლიტერატურული სალონი“, სადაც კვირაში ერთხელ წაიკითხავენ ხოლმე საყვარელ ლიტერატურულ ნაწარმოებებს.
|
7
|
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები
|
წიგნები, პროექტორი, კომპიუტერი, ფინანსები ექსკურსიის
წარმატებით განსახორციელებლად
|
8
|
პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები)
|
·
მოსწავლეები
მიდიან ექსკურსიაზე წინანდალში, ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ- მუზეუმში წინასწარ მომზადებული
თემებით აცოცხლებენ ეპოქას, კითხულობენ ქართველი რომანტიკოსების ლექსებს.
·
ქართულის თითოეული გაკვეთილი პროექტის შემადგენელი
ნაწილია და მოსწავლეებს ემოციურად ამზადებს მაყურებლის წინაშე თეატრალიზირებულად
გააცოცხლოს ეპოქა ალექსანდრე ჭავჭავაძის ლიტერატურული სალონის წარმოდგენით
·
კონფერენცია (ქართველი რომანტიკოსების შემოქმედება:
„მაინც რაღაა ჩვენი ყოფა- წუთისოფელი“,“მე იგივე ვარ მარად და მარად“ „არც კაცი ვარგა,
რომ ცოცხალი მკვდრსა ემსგავსოს“, ადმიანის დანიშნულების იდეა“ „მე ამას ვტირი განაწირი
ვაჰ თუ ვესწრა- ვერ, თვარაღა ჟამი გულთ მაამი კვლავცა იქმნების“, ბუნება, )
·
კედლის გაზეთი
|
9
|
საგნებთან/ საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი
|
ისტორია, რუსული, ინგლისური (მეცხრამეტე საუკუნის საზოგადოებრივ- პოლიტიკურ-
კულტურულ მემკვიდრეობა)
|
10
|
პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი)
|
ნინო გელდიაშვილი
|
11
|
ხელმძღვანელის ელ. ფოსტა
|
ninogeldiashvili65@gmail.com
|
Saturday, March 18, 2017
სასწავლო პროექტი
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment